პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სითი პარკის“ მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან

პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან. პარლამენტმა პირველი მოსმენით (82 მომხრე) „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის მიზანია ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული ღონისძიების გატარება, რაც გულისხმობს იმ პირების ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმები 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, არაერთი მიმდინარე საქმე არის აღსრულების ეროვნული ბიუროში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში. შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და მოხდება ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო