ადამ კინზინგერი - გვსურს, საქართველოში ხალხს ჰქონდეს თავისუფლება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და სჯეროდეთ იმის, რისიც სჯერათ

გვსურს, საქართველოში ხალხს ჰქონდეს თავისუფლება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და იმის სჯეროდეთ, რისიც სჯერათ, ჰქონდეთ რელიგიის, ცხოვრების, თავისუფლებისა და ბედნიერების მიდევნების უფლებები , - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ უჭერს მხარს ამერიკული საგარეო პოლიტიკა საქართველოში ძირითადად ძლიერად ლიბერალურ პოლიტიკოსებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობა კონსერვატორული განწყობებისაა, კონგრესმენმა უპასუხა, რომ მისი შეხედულებით, ეს მხოლოდ აღქმაა და არა - რეალობა.

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი აღქმაა, თუ ასეა. ეს ჩემი პოზიცია არაა, ჩემი პოზიციაა, რომ ქართველო ხალხი ზუსტად ის იყოს, რაც სურთ - თუ ორთოდოქსობა გინდა, ასეთი უნდა იყო, თუ ლიბერალობა, მაშინ სწორედ ასეთი. ჩემი მოსაზრებით, ესაა დემოკრატია, დეტალები კი შემდეგ შენი გადასაწყვეტია. სწორედ ეს ხდება ამერიკაშიც - მე კონსერვატორი ვარ და ჩემი რაიონი მართლაც ასეთია. ამავდროულად მესმის, რომ სხვაგვარი შეხედულებების ადამიანები არსებობენ. ჩვენ უბრალოდ, გვსურს, საქართველოში ხალხს ჰქონდეს თავისუფლება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და იმის სჯეროდეთ, რისიც სჯერათ, ჰქონდეთ რელიგიის, ცხოვრების, თავისუფლებისა და ბედნიერების მიდევნების უფლებები“, - აღნიშნა კინზინგერმა.

კითხვაზე, რამდენად სანდოა ამერიკის შეერთებული შტატების რჩევები სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც თავად შტატებში მიმდინარეობს არცთუ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, კინზინგერმა უპასუხა, რომ ამერიკის ყველაზე ცუდი დღე მაინც ჯობია ჩინეთისა თუ საბჭოთა კავშირის ყველაზე კარგ დღეს.

„შეკითხვა მესმის, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს პრობლემები, როგორ გვეუბნებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? საკმაოდ ზუსტია, არა? დემოკრატია არაა იდეალური, მაგრამ პირველი ჩასწორება გამოხატვის თავისუფლებას იცავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს მშვიდობიანად უნდა მოხდეს. სწორედ ესაა საკვანძო - მშვიდობიანი პროტესტები, და როდესაც მონუმენტებს ანგრევ თუ შენობებს წვავ, პირველ შესწორებას არღვევ, შემდეგ კი ადგილობრივ თუ სახელმწიფო პოლიციაზე, ან, ზოგ შემთხვევაში ეროვნულ გვარდიაზეა დამოკიდებული, რომ მათ კანონი გააძლიერონ და საკუთრება დაიცვან. ყველა შემთხვევაში გვჯერა ამის და თუნდაც, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ჩემი გადმოსახედია, რომ ადამიანებს მშვიდობიანი გაპროტესტება შეუძლიათ, თუმცა ძალადობის უფლება არ აქვთ. მოდით, მაგალითად, აშშ-სა და ჩინეთს შორის ავიღოთ განსხვავება - ჩინეთში ძალადობა ხდება, ჩინეთი საკუთარ ხალხს კლავს და ანგარიშვალდებულება არ არსებობს, რადგან მედიას ამის გაშუქება არ შეუძლია. აშშ-ში, იმის გამო, რომ ინფორმაციის, ცხოვრების, ყოფნის უფლება გვაქვს, ყოველთვის, როდესაც საპროტესტო აქციებია, როდესაც ქანდაკებას ანგრევენ ან პოლიციის ოფიცერი ვიღაცას კლავს, ეს მთლიანად ფარავს სიახლეებს, რადგან ეს ადამიანის უფლებაა. ეს ხანდახან ნაკლოვანებებს და არეულობას იწვევს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე ცუდი დღე, როდესაც მონუმენტებს ანგრევენ, პროტესტია და მსგავსი რამეები ხდება, მაინც ჯობია კომუნისტური ჩინეთის თუ საბჭოთა კავშირის საუკეთესო დღეს“, - აღნიშნა კინზინგერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო