ადამ კინზინგერი - თუ აშშ-ის პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს

თუ აშშ-ის პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს და ინტერესი გვაქვს“, - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა,

მან უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ეს კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ურთიერთობაა. თუ შეხედავ საქართველოს, თქვენ ნატო-ს წევრიც კი არ ხართ (და ჩვენ გვსურს, რომ ნატო-ში წევრად გაგხადოთ), მაგრამ ავღანეთის მისიაში ჩვენ გარდა ყველაზე დიდი მონაწილე ხართ, და შეხედეთ იმას, თუ როგორი პარტნიორობა გვაქვს წვრთნებისა და ჯარისკაცების მიმართულებით. გვესმის შავი ზღვის მნიშვნელობაც და ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ვფიქრობ, პრობლემა ისაა, და მესმის კიდეც ის, რომ როდესაც არსებობს კონგრესმენთა გარკვეული რიცხვი, რომელიც კონკრეტულ საკითხზე წერილებს წერენ, თუნდაც, ეს არჩევნებს შეეხებოდეს, შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს მეგობრობა ნელდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ: თუ აშშ-ს პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს და გვაქვს ინტერესი. მთელი მსოფლიოს გარშემოა ქვეყნები, რომელზეც ასე არ ვილაპარაკებდი, რადგან ამდენად ჩვენი მეგობრები არ არიან. ასე რომ, ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ეს ჩვენთვის მძლავრი კავშირია და ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. აქაც, ამერიკაშიც ხდება ხოლმე შიდა დაცალკევება, მოხდება საქართველოშიც, თუმცა ზოგჯერ ეს უნდა დავაფასოთ, რადგან მრავალფეროვნება უფრო გვაძლიერებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან გაბრაზებულები ვიყოთ. თუმცა, ჩვენ საქართველოს გვერდზე ვდგავართ“, - აღნიშნა კინზინგერმა.

კონგრესმენმა უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ პირველ რიგში, რამ განაპირობა პირადად მისი საქართველოთი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება.

„რადგან საოცარი ღვინო გაქვთ და გვინდა, ასე დარჩეს. მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვით - მე საქართველოში პირველად 2011 წელს, კონგრესმენ შუსტერთან ერთად ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ვიცოდი საქართველო, თუმცა არ ვიცოდი, როგორი მოლოდინები უნდა მქონოდა. მეორე წელსაც ჩამოვედი და უბრალოდ, შემიყვარდა ქართველი ხალხი, შემიყვარდა ქვეყნის ადგილმდებარეობაც, ღვინო და სამზარეულო. მაგრამ ასევე, შემიყვარდა საქართველოს დიდი მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საკმარისად გამიმართლა, რომ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე გავმხდარიყავი. ამ მნიშვნელობას ყოველდღიურად ხედავ და ვფიქრობ, ამან იქონია გავლენა. უბრალოდ უნდა შეხედო სილამაზეს, ადამიანებს და ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას - ეს საკმარისი იყო, რომ ამაში მთლიანად ჩავრთულიყავი და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განუცხადა კინზინგერმა „ინტერპრესნიუსს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო