ევროკავშირის ქვეყნებმა, შესაძლოა, აშშ-დან შესული მოქალაქეების მიღებაზე უარი თქვან

ევროკავშირის ქვეყნებმა, შესაძლოა, აშშ-დან შესული მოქალაქეების მიღებაზე უარი თქვან, - ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც 1-ელ ივლისს გარე საზღვრების გახსნას იწყებენ, ემზადებიან იმისთვის, რომ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან ვიზიტორების შესვლა აკრძალონ.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 24 ივნისის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსის 2 329 637 შემთხვევა იყო დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 121 029-ს აღწევს. დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო