აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - კოვიდ 19-მა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა

კოვიდ 19-მა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსთან საბრძოლველად ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა.

„ქვეყანას ამ პატარა ვირუსის გამო დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო“ - განაცხადა რედფილდმა.

აშშ-ში არსებულ ეპიდსიტუაციას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შემთხვევების „შემაშფოთებელი მატება“ ფიქსირდება და მომავალი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება.

„შემდეგი ორი კვირა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემთხვევების მატებას გავუმკლავდეთ, რასაც ჩვენ ვხედავთ ფლორიდაში, ტეხასში, არიზონასა და სხვა შტატებში,“- განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დღიდან აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 2.4 მილიონს, დაღუპულთა რიცხვი კი - 123 000-ს აჭარბებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს