ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედებას“ წყვეტს

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედების“ გეგმა შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩრილოეთ კორეის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ შეხვედრა გამართა, რომელსაც კიმ ჩენ ინი უძღვებოდა. შეხვედრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ “არსებული სიტუაციის“ გათვალისწინებით, კომისიამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედების“ შეჩერების გადაწყეტილება მიიღო.

ცნობისათვის, ორ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და დემილიტარიზაციის ზონაში ჯარის გაგზავნით დაიმუქრა. ფხენიანმა ამ მოქმედების მიზეზად სამხრეთ კორეელების მიერ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაასახელა. ორი დღის წინ კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „საპასუხო სასჯელად“ 12 მილიონი პროკლამაცია დაამზადეს.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ "სამხედრო მოქმედებას" წყვეტს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო