იენს სტოლტენბერგი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში მნიშვნელოვანია ნატოსთვის

დონალდ ტრამპს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე შეერთებული შტატებისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში, აძლიერებს ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მანამ, სანამ ის გერმანიიდან 9 500 ჯარისკაცის შესახებ განცხადებას გააკეთებდა და ვუთხარი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე შეერთებული შტატებისთვის. მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში, აძლიერებს ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ერთად იდგებიან და ერთმანეთს მხარს დაუჭერენ.

„მტკიცედ მწამს, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სპერამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან კონსულტაციებს გაივლის და რომ აშშ ევროპის უსაფრთხოების საკითხის მიმართ ერთგული რჩება,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს.

იხილეთ ვიდეო: იენს სტოლტენბერგი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში მნიშვნელოვანია ნატოსთვის

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა