სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლება, აეროდრომის ასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯავახეთის III ქუჩის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასსხლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, ვაზისუბნის, ბარათაშვილის, ალაზნის, არმაზის, გელათის, დუშეთის და იორის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, დელისის, მიხეილ ასათიანის, ზაქარიაძის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, შალვა ნუცუბიძის, ფერდინანდ თავაძის, ზემო დელისის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ანდრია აფაქიძის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), წავკისის (ნაწილობრივ) და ოქროყანას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონიში, ქსელში გადართვების გამო 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, იამანიძის, მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის და იამანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმირი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონის, რაფიელ დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა