გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, სონდისველა, გუდანი, საშაბურო, ჩანადირები, ბოდორნა, ბაზალეთის ტბა და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.