დონალდ ტრამპი - ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტი აღმოჩნდნენ

შტატის ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტი აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას შტატის ქალაქ იუმაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ძეგლების დაზიანებისა და ნგრევის ფაქტები დაუშვებელია.

პრეზიდენტმა შტატების ადგილობრივ ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში ფედერალური მთავრობის დახმარება შესთავაზა.

„შტატები იყვნენ უკიდურესად სუსტი მათი მემკვიდრეობის და მათი კულტურის დაცვაში. ასე რომ, შტატებს მოუწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა, თუმცა ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ. თუ მათ სურთ, ჩვენ სიხარულით დავეხმარებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, პირებს, რომლებიც ძეგლებს დააზიანებენ, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - შტატის ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტები აღმოჩნდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა