ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიკამენტის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 7 დღე საკმარისი არ არის და აუცილებელია ეს ვადა 30 დღემდე გაიზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკამენტის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 7 დღე საკმარისი არ არის და აუცილებელია ეს ვადა 30 დღემდე გაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის კომიტეტზე წამლის შესახებ კანონს განიხილავენ.

კითხვაზე, თუ იყო შემთხვევები, როცა ბაზარზე უხარისხო მედიკამენტები შემოვიდა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს არ არსებობს ამის სტატისტიკა, თუმცა, იყო შემთხვევები, როცა 7 - დღიანი რევიზიის შემდეგ დოკუმენტები დახარვეზდა.

„როგორც მოგეხსენებათ, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისთვის მთავარი საფუძველი ჩვენი მარეგულირებლისთვის გახლავთ დოკუმენტაცია, რომლის შეფასებას სჭირდება მეტი დრო და ის 7 დღე ჩვენი გამოცდილებით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დოკუმენტების საფუძვლიანი შეფასება. არის რისკი, რომ ბაზარზე შემოაღწიოს დაბალი ხარისხის მედიკამენტმა ან მედიკამენტმა, რომელმაც შესაძლოა, რომელიმე ქვეყანაში უკავშირდებოდა გარკვეულ რისკებს. ამდენად მარეგულირებლის გამოცდილებიდან გამომდინარე უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხარისხის უზრუნველყოფისთვის ვადა იყოს გონივრული და გაიზარდოს 30 დღემდე,"- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა