თამარ გაბუნიას განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა 2022 წლამდეა განსაზღვრული

სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორია უკვე ქვეყანაში ამოქმედდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლისთვის იგეგმება.

„წამლის ხარისხის ლაბორატორიის არსებობა უკვე განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, რომელიც შეეხება კარგი სამეწარმეო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის დანერგვის საკითხს. 2022 წლამდეა განსაზღვრული ლაბორატორიის შექმნა. დღეს ჩვენ ამ სერვისს ვყიდულობთ, დღესაც არის სახელმწიფო ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ შერჩევითად გადამოწმდეს მედიკამენტის ხარისხი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი რუტინული მონიტორინგისთვის წამლის ხარისხზე და ესეც არის ისეთი თემა, რასაც აქვს გარკვეული ძვრები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვმუშაობთ რესურსის მობილიზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე. სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორია, უკვე ქვეყანაში ამოქმედდეს,"- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: თამარ გაბუნიას განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა 2022 წლამდეა განსაზღვრული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო