კახა კალაძე გამგებლებს, მერის მოადგილეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, თანამშრომლები მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ

თბილისის მერი კახა კალაძე გამგებლებს, მერის მოადგილეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, რომ თანამშრომლებმა სახლიდან იმუშავონ.

„მინდა მივმართო მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებს და გამგებლებს, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ. ამუშავეთ დისტანციურად და ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა დისტანციურად, სახლიდან იმუშავონ, თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნით. ეს გადაწყვიტეთ ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა, ყველა გამგებელმა და მოადგილეებმა თქვენი შეხედულებისამებრ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო