თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრო დღეს მარეგულირებელს გამოიყენებს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესი იქნას მაქსიმალურად დაცული

სამინისტრო დღეს მარეგულირებელს გამოიყენებს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესი იქნას მაქსიმალურად დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზდება და მას უფლება ექნება კლინიკებიდან დოკუმენტაცია სასამართლოს განჩინების გარეშე ამოიღოს.

„ჩვენ ხშირად სამწუხაროდ, ვაწყდებოდით სამედიცინო დოკუმენტაციის შეცვლის მცდელობას, როცა სამედიცინო დაწესებულება, რომლის მიმართაც იყო საქმე აღძრული, სასამართლო შეტყობინების მიღების შემდეგ ცვლიდა დოკუმენტაციას.

სამწუხაროდ, პროფესიული განვითარების საბჭოზე არაერთხელ დამდგარა საკითხი, ხომ არ არის შეცვლილი ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში, რაც არის მტკიცებულება მარეგულირებლისთვის და მის გარეშე მარეგულირებელი ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ამდენად ეს ფაქტორები გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ეს გამონაკლისი,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მარეგულირებელს უფლება ექნება კლინიკას სამედიცინო საქმიანობის უფლება შეუჩეროს, გაიზრდება ასევე ჯარიმების ოდენობაც.

„მნიშველოვანი ცვლილება, რომელიც ჯანდაცვის შესახებ კანონში შედის, ეს არის მარეგულირებლის უფლებამოსილება, რომ ერთის ნაცვლად სამჯერ განახორციელოს კონტროლი მაღალი რისკის სამედიცინო დაწებულებებზე, ასევე დგება საკითხი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ, რაც აქამდე შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაჯარიმებით და ძალიან დიდი ხნის მანძილზე დარღვევა შეიძლება დარჩენილიყო აღმოუფხვრელი. ჯარიმების გასული წლის სტატისტიკით, დაახლოებით 223 საჯარიმო სანქცია იყო გამოცემული, ამათგან გარკვეული პროცენტი იყო მეორეული და მესამეული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კლინიკებისთვის ჯარიმების ის ოდენობა, რომელიც იყო დაწესებული, არ წარმოადგენდა სტიმულს, რომ აღმოაფხვრათ დარღვევები. ამდენად ეს საკითხიც ჯარიმების გაზრდის შესახებ დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,"- განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო