ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, ბოლო 1 თვის განმავლობაში კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელდა. ვირუსმა ყველაზე მეტად ბრაზილია და მექსიკა დააზარალა. ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 1 151 000-ს, ხოლო გარდაცვლილთა 52 000-ს გადააჭარბა.

მექსიკაში კორონავირუსით 191 000 პირი დაინფიცირდა, 23 000-ზე მეტი კი დაიღუპა. კორონავირუსის შემთხვევები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა პერუსა და ჩილეში. გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრმა ევროპიდან ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაინაცვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო