რომან გოცირიძე - ანტისახალხო ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ისინი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ბიუჯეტი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისულ და საგანგებო ბიუჯეტს უწოდებს, სინამდვილეში არის ანტისახალხო და საგანგაშო. ამ ბიუჯეტში არაფერი კეთდება იმ ასობით ათასი დაზარალებული, უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამუშაო და რომლებიც დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. 5,5 მილიარდი ლარის სესხის აღებას აპირებს ამ ბიუჯეტისთვის საქართველოს მთავრობა. აქედან პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, მათი დაპირებით 10% უნდა წარმართულიყო, ამაზე ჩვენ სერიოზული კრიტიკა გამოვთქვით, ვინაიდან ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მოქალაქეების შიმშილისთვის გაწირვა. დღეს ვხედავთ საოცრებას - ნაცვლად იმისა, რომ 600 ათას ადამიანს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაწეოდა, დღეს მხოლოდ 215 ათასი ადამიანი დაკმაყოფილდა"-აცხადებს გოცირიძე.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ხარჯები არ შეამცირა.

„ძველ ბიუჯეტს ფაქტობრივად „ცივ ნიავს" არ აკარებენ. ეს არის მათი არსებობის, კორუფციული ინტერესების წყარო. ბიუჯეტს, რომელიც დღეს შემოვიდა, შეიძლება მას ასევე მკვდარადშობილი ბიუჯეტი ვუწოდოთ. ის აგებულია არასწორ ბაზაზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი -4 %-ია ჩადებული, როდესაც სინამდვილეში უფრო მეტად შემცირდება ეკონომიკა და ეს ბიუჯეტი ერთ თვეში კვლავ თავიდან გადასახედი იქნება. ჩვენ ამ ბიუჯეტს რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ. ფრაქციაში დაწვრილებით განვიხილეთ, 100-მდე შენიშვნა გვაქვს. ამიტომ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩვენ ამ ანტისახალხო ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:ბიუჯეტის განხილვაში "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ ღებულობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო