არჩილ თალაკვაძე - შეშფოთებული ვარ, „ევროპული საქართველოს“ გაკეთებული განცხადებით, რომ ელოდებიან საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, მოვუწოდებ მათ, განმარტონ რასთან გვაქვს საქმე

ვფიქრობ, საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაინახა, რომ მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ დადებული პირობა და აღებული პასუხისმგებლობა განუხრელად სრულდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ცვლილებებს მხარი დაუჭირა მადლობა გადაუხადა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მოუწოდა განმარტონ, რას ნიშნავს განცხადებები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას ელოდებიან.

„ჩვენ რასაკვირველია, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და შევასრულებთ ვალდებულებას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, თუ სხვა პოლიტიკური პარტიების წინაშე იყო აღებული. ამ შეთანხმებით, ასევე მათაც ჰქონდათ აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მხარი დაეჭირთ ამ ცვლილებებისთვის. გუშინ ასევე კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის, არ არიან მზად რომ შეასრულონ ვალდებულება, რომელიც ხელმოწერით დააფიქსირეს. შესაბამისად, ვფიქრობ ეს უკიდურესად დესტრუქციული დამოკიდებულებაა. ეს არის მიდგომა, რომელიც მომავლის პასუხისმგებლიანი სტაბილური პოლიტიკისგან თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ამ ორ პარტიას. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციის იმ ნაწილს რომელმაც ორივე მოსმენაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იყო და სათანადოდ ვაფასებთ მათ მონაწილეობას ამ პროცესში. შეშფოთებული ვარ, გუშინ „ევროპული საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადებით, რომ ელოდებიან, რომ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილება. ეს იმაზე მძიმე დამოკიდებულებაა, ვიდრე მხარდაჭერისგან თავის შეკავება. მე მოვუწოდებ ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ დროულად განმარტონ რასთან გვაქვს საქმე,“-განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო