რომან გოცირიძე - ზეწოლის მეთოდი მუშაობს და ჩვენ ამას ბოლომდე გავაგრძელებთ

ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს, როდესაც 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის აუცილებელი პირობა გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

"ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგული ვრჩებით. რომ არა პოლიტიკური ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან და რომ არა პოლიტიკური ზეწოლა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში იქნებოდნენ, კვლავ გაგრძელდებოდა პოლიტიკური დევნა, რომელიც დროებით შეჩერებულია სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერზე. ამიტომ, ზეწოლის მეთოდი მუშაობს და ჩვენ ამას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩვენ ვიქნებით ჩვენი დაპირების ერთგული- მხოლოდ მაშინ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, როდესაც შეთანხმება სრულად შესრულდება. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდება და გიორგი რურუას გაათავისუფლებენ, იმ დღესვე დავბრუნდებით პარლამენტში და ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციის მონაწილეობით მიღებულ კონსტიტუციას ექნება სხვა პოლიტიკური წონა და ძალა. ეს უფრო მეტად იქნება მიმართული საარჩევნო პროცესის სტაბილურად და მეტ-ნაკლებად ნდობის ატმოსფეროში ჩასატარებლად", -განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა