რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - თქვენს სფეროში ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არაა - რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?

ჯანდაცვის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია დაჩქარებული წესით ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტს განიხილავდა, საკითხის კენჭისყრა გადაიდო.

დეპუტატების მთავარი უკმაყოფილება კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია. მათი თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრის გამართვა კონსულტაციების გამართვის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა.

კომიტეტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომპანია „პსპ-ს" წარმომადგენელმა მამუკა ბრეგვაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის დროს მისი კომპანია ამ დიალოგში არ იყო ჩართული.

ის, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული, კომიტეტზე კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა არჩილ ჩოხროკიძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ სჯობს, კანონპროექტს კენჭი არ ეყაროს, მანამ სანამ არ იქნება განხილვა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილებას კომიტეტის სხდომაზევე გამოეხმაურა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო დეპუტატებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

„თქვენს სფეროში უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არაა. რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში. დამისახელეთ კონსულტაციის ფორმები, რომელიც გაიმართა და ჩამომითვალეთ ადამიანები, ვისთანაც გაიმართა ეს კონსულტაციები. ასეთ მდგომაროებაში რატომ გვაყენებთ, მერამდენედ არის ეს ამბავი?! დარგი ამბობს, რომ კონსულტციები არ ყოფილა, ჩვენთან მოდიხართ და რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ან ჩვენ რას გვერჩით და ან დარგს რას ერჩით გავაგებინეთ?!" - განაცხადა კაკულიამ.

კაკულიას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხი იმდენად ტექნიკური იყო და დაკავშირებული მარეგულირებლის პროცედურულ საქმიანობასთან, რომ აქ რომელიმე დარგობრივ ასოციაციასთან კომუნიკაცია სამინისტროს არ მოუძიებია.

„ვფიქრობ, სამომავლოდ კომიტეტთან მეტს ვიმუშავებთ იმაზე, რომ კონკრეტულ კანონპროექტებთან მიმართებით რა ტიპის კონსულტაციების მოლოდინი უნდა გვქონდეს. იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, კლინიკებს ჩართულობით თუ პაციენტების ჩართულობით. ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვთ და მნიშვნელოვანია ყველა მხარის ინტერესის ასახვა ნებისმიერ კანონპროექტში. ჩვენ მზად ვართ გავაცნოთ საზოგადოებას ის ფორმატი, რომელსაც საკონსულტაციოდ ვიყენებთ და არაერთი მუდმივმოქმედი მექანიზმია შექმნილი იმისთვის, რომ ამ ტიპის კონსულტაციები შედგეს," - აღნიშნა გაბუნიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე