ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია შესულია ჩიხში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს

ისინი არიან აბსოლუტურ ჩიხში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ შეთანხმების ჩაშლა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟუენალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათი ინტერესია, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს, რადგან არც ერთი საარჩევნო სისტემით, არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ.

"მათ ინტერესებშია, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა - რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა. მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. ისინი არიან აბსოლუტურ ჩიხში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ შეთანხმების ჩაშლა. ამას ვერ ეღირსებიან. 29 ივნისს გაიმართება მესამე მოსმენით განხილვა და 116 ხმით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ის, რომ ახლოს ვართ 113-იან ნიშნულთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პასუხისმგებლობა, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელჩების თანდასწრებით. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. არავის შერჩება ის, რომ ისინი ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს ისე არ ჩაივლის, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს," - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციაში წინა ფლანგზე კრიმინალები არიან.

"რაც შეეხება რურუას, საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა ის, რომ კრიმინალები სხედან ციხეში, არამედ ის, რომ კრიმინალები არიან პოლიტიკაში. ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს გვაქვს ანუ, კრიმინალები უნდა იყვნენ ციხეში და არა - პოლიტიკაში. სანამ სხვანაირად იქნება და სამწუხაროდ, დღეს სხვანაირად არის, მანამდე იქნება პოლარიზაცია. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და სწორედ ამიტომ გვყავს კრიმინალური ოპოზიცია. ოპოზიციაში წინა პლანზე კრიმინალები არიან. ფაქტობრივად, რურუა გამოცხადებულია, როგორც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, რაც ყველაფერზე მეტყველებს," - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია შესულია ჩიხში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს