ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის საშიში როგორც საჭესთან, ისე უკანა სავარძელში

სააკაშვილი არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი თავის აქტუალობას მალე ყველგან დაკარგავს.

"სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს ყველგან და ყველაფერში თავის აქტუალობას. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს არასდროს,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ აპირებს უკანა სავარძელზე ყოფნას. კითხვაზე იქმება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საჭესთან ჯდომა უყვარს. "არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავს საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება",- განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს