დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის, უდიდესი წინასწარმეტყველის შობას აღნიშნავს, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
ამასთან, დღეს იოანე ნათლისმემლის შობას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს. "სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.