WIZZ AIR-ის დამატებითი უსაფრთხოების მომსახურება WIZZ Flex

დღეს, 24 ივნისს, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბილეთების შეძენა ყველა მიმართულებით 30%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ, მოგზაურობის პერიოდი ულიმიტოა. ასევე Wizz Air ახალ მომსახურებას, WIZZ Flex-ს ამატებს.

WIZZ Flex, ავიაკომპანია Wizz Air-ის ახალი მომსახურებაა, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლებს შეეძლებათ გააუქმონ ფრენა ჩასხდომის დაწყებამდე 3 საათით ადრე. ამის სანაცვლოდ კი დამატებითი თანხა არ გადაიხადონ. უფრო მეტიც, გაუქმებული ბილეთის საფასურის 100%, მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ავიაკომპანიის კრედიტზე გადაირიცხება. იმ მომხმარებლებს, ვინც ბილეთის ჯავშანს WIZZ Flex მომსახურებას დაამატებს, მოგზაურობის თარიღისა და მიმართულების შეცვლა უსასრულო რაოდენობით შეეძლებათ.

ბოლო პერიოდიში, Wizz Air-მა ავიახომალდებზე გააძლიერა ჰიგიენის ნორმები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მომხმარებლებისა და თანამშრომელების ჯანმრთელობა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ფრენის განმავლობაში, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ევალებათ სახის ნიღბის გამოყენება. ხოლო ბორტგამცილებლებისათვის სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება.

Wizz Air-ის ავიხომალდები რეგულარულად მუშავდება ინდუსტრიაში წამყვანი ანტივირუსული საშუალებებითა და იწმინდება მკაცრად გაწერილი ყოველდღიური გრაფიკით. თვითმფრინავში ჩასხდომისას, თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები. Wizz Air-ის ავიხომალდში ვეღარ შეხვდებით ჟურნალებს, ხოლო ავიახომალდზე შესყიდვები მხოლოდ უკონტაქტო გადახდით განხორციელდება.

მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლი. ასევე, ფრენასთან დაკავშორებული ნებისმიერი გადახდა, (მაგალითად: ბარგის გადასახადი, WIZZ Priority და ა.შ.), უმჯობესია მოხდეს ონლაინ, რათა მინიმუმადე დავიდეს ფიზიკური კონტაქტი აეროპორტის სივრცეებში.

იხილეთ ვიდეო ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის ახალი პროტოკოლის შესახებ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს