რომან გოცირიძე ხელისუფლებას - კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რადგან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

"გიორგი რურუას დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო მისი პოლიტიკური აქტიურობა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ მიტინგებისა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმართებოდა და რომელმაც შეცვალა საქართველო. "გავრილოვის ღამემ" შეძრა საქართველო, ამ ღამიდან დღემდე შეიცვალა საქართველო და ამ შეცვლაში დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, მათ შორის მასში მონაწილე ადამიანებმა გიორგი რურუას სახით. ამიტომ მას სჯიან ამ აქტიურობისთვის და უნდათ მისი განეიტრალება, რომ კვლავ არ იყოს პოლიტიკურად ისეთი აქტიური იმ მოძრაობაში, რომელშიც იყო ჩართული. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის,რომელშიც უკვე პირდაპირ იკითხება პოლიტიკური დევნის ნიშნები. რა არის პოლიტიკური დევნა ან რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? როდესაც ადამიანს ან აპატიმრებენ ან დევნიან პოლიტიკური მიზეზებით, ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს იგი, დიდი პარტიის ხელმძღვანელი ან ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბევრჯერ გაიგონებთ თქვენ გიორგი რურუას სახელსა და გვარს მსოფლიოს ცნობილი, წამყვანი პოლიტიკოსებისგან, ვინაიდან პრინციპი არის ერთი-არ უნდა იდევნებოდეს ადამიანი მისი შეხედულებებისა და პოლიტკური საქმიანობის გამო.ადრე თუ გვიან, მთავრობას გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს. ახლა სახის შენარჩუნება უნდათ და პრინციპული ადამიანის თამაში. არ გამოგივათ ეს, კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ", -მიმართა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს