ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის

ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლო კობახიძემ ჟირნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ფონზე, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია იმ მოცულობითაც ვერ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, როგორც დღეს არის.

„სანამ ხელისუფლება არის დაკავებული საქმის კეთებით, პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით და ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში იმ მოცულობითაც ვერ იქნება ამ ფონზე მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა