სოციალური აგენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ

სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტები ჯანდაცვის მინისტრთან და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ორშაბათიდან გაიფიცებიან.

თომსარაშვილის თქმით, სოციალური სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სოციალური აგენტებისთვის შრომითი უფლებების და ადამიანური პირობების მიცემას სამუშაო ადგილებზე და ამასთან ფაქტობრივად უარს ეუბნება მათ მოლაპარაკებების ეტაპზე.

„პროფესიული კავშირის “სოლიდარობის ქსელსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მიმდინარეობდა კოლექტიური შრომითი დავა, რა დროსაც ჩვენ მოვითხოვეთ მედიაცია. შრომის სამინისტრომ დანიშნა მედიატორი და ჩვენ გვქონდა მედიაციის პროცესი, თუმცა ამ პროცესში სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება. იმის გამო, რომ ჩვენი პირველი სურვილი და მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებებით დაგვესრულებინა ეს დავა, მოვითხოვეთ მედიაციის პროცესის გაგრძელება იმ მოტივით, რომ შევხვედროდით მეორე მხარეს, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს. თუმცა ჩვენი მოთხოვნიდან უკვე გასულია დაახლოებით 8 დღე და სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი პასუხი ჩვენს მოთხოვნას, რომ გაგრძელებულიყო მედიაციის პროცესი, არ მოჰყოლია. ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი: სოციალური მომსახურების სააგენტო არის დაქვემდებარებაში შრომის სამინისტროსი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არა თუ სოციალური აგენტებისთვის შრომითი უფებების და ადამიანური პირობების მიცემას სამუშაო ადგილებზე, არამედ ფაქტობრივად უარს გვეუბნება მოლაპარაკებების ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ თუნდაც მედიატორის გარეშეც ვითხოვთ შრომის მინისტრთან შეხვედრას და ასევე სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას. თუ ეს არ მოხდება უახლოეს პერიოდში, სოციალურ აგენტებს არ ექნებათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ გაიფიცნონ და ეს მინიმუმ ორშაბათს მოხდება. შესაბამისად, მე საჯაროდ მოვუწოდებ სამინისტროს, გააკეთოს განმარტება, რატომ არ გრძელდება მედიაციის პროცესი. გააკეთოს განცხადება თუ რას აპირებს სოციალური აგენტების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა დავით თომსარაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა