გია ვოლსკი აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში ცვლილებებზე - ასე ხომ არ არის, აიღო და ჩაკეტო? ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება

ასე ხომ არ არის, აიღო და ჩაკეტო? ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ემოციური განცხადებები სპეკულაციებში გადადის.

„ერთი წუთითაც არ მინდა რამე არაეთიკური ვუთხრა ჩემს კოლეგებს და რამით გული დავწყვიტო, მითუმეტეს, თუ თემა საშუალებას იძლევა ხმას აუწიო და ჩინოვნიკების ჯიბეზე და სახელისუფლებო სტრუქტურების ფინანსურ დაინტერესებაზე ილაპარაკო, რასაკვირველია, ეს თემა ძალიან მომგებიანია. არც მე არ მომწონს განსაკუთრებით რეკლამა. საქართველო ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის, არაჩვეულებრივი გარემოს და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია როგორც გეიმბლინგის ადგილად, მაგრამ ეს ყველაფერი კანონპროექტში წერია. ასე ხომ არ არის, აიღო და ჩაკეტო? ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება ისევე როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა. როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს ჰქონდეს. მნიშვნელოვანი, კარგი საკითხებია, მათ შორის, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დაყენებული, მაგრამ ხომ უნდა დაესწრო თათბირს, ხომ უნდა მიხვიდე, იმსჯელო ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ გააცდენ ამ შეხვედრას ერთხელ და ორჯერ, მერე აღარ უნდა გამოხვიდე ამ ტრიბუნაზე და არ უნდა იკივლო და იწივლო. ესაა რელობა. მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ემოციური განცხადებები, რაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო