მაგდა კოტრიკაძე - „სპიქერფობიის“ ტრენინგით ჩვენ შეგვიძლია ფობია ვაქციოთ შესაძლებლობად

საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა კოტრიკაძე „სპიქეროფობიის“ტრენინგს განაგრძობს.

ამჯერად, ტრენინგი 1-ელ ივლისს, 19:00 საათზე, შშმ ბავშვების დასახმარებლად ჩატარდება.

„სპიქეროფობია” გამოხატვის შიშია, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს და ღრმად სიბერემდე გაჰყვეს. თუმცა თუ აქვს სურვილი, პიარფსიქოლოგიის მეთოდის წყალობით შეუძლია სწრაფად და ეფექტურად დაძლიოს. ეს მეთოდოლოგია მე მეკუთვნის და ჩემი საავტორო ტრენინგების მეშვეობით გეძლევათ საშუალება სრულად გათავისუფლდეთ ამ მტანჯველი ფობიისგან, რომელიც წარმატებაში ხელს გიშლით, გაფერხებთ, ეს ერთგვარი გამოწვევაა. თქვა რაც გსურს, რასაც განიცდი, თუ თავი შეიკავო და გაჩუმდე.

ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ფობია ვაქციოთ შესაძლებლობად. მთავარი საკითხის იდენტიფიცირებაა. ეს არის შანსი შეკავებული და დათრგუნული ენერგია, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები წარმატებად გარდავქმნათ.

ჩვენ ტრენინგზე ვეცნობით სხვადასხვა ტექნიკებს. ტრენინგი არის სრულად მხარდამჭერი ადამიანისთვის, ცოცხალი პროცესია და იძლევა გამოხატვის საშუალების სხვადასხვა ფორმებს. დაინტერესება საკმაოდ მაღალია და მოგვმართავს სხვადასხვა ასაკის ადამიანი“, - აცხადებს კოტრიკაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა