ეკა ბესელია - კობახიძეს პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ - ეს მისთვის მტკივნეული თემაა, რადგან ის არის ლობისტი კლანის, დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და მას სასამართლო სისტემაში „კლანის დამხმარე" უწოდა.

ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძე ძალადობრივ სისტემას ხელს აფარებს.

„კობახიძეს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ. ეს მისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ის არის ღია ლობისტი იმ კლანის, ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, მაგრამ ალბათ, მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა ამდენი „ამაგის" შემდეგ. ეს კლანი ზუსტად განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როდესაც ამ მოსამართლეეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც წინა რეჟიმის დროს ამ ძალადობრივ სისტემას ეს მოსამართლეები, მათ შორის ყველაზე დიდ პატრონაჟს უწევდნენ, კობახიძე და მის მიერ მოყვანილი პატარა, გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და ამ კლანის ღია ლობისტები გახდნენ, არცერთ თქვენგანს არ გახსოვთ მათი ამოღებული ხმა",- აცხადებს ბესელია და აღნიშნავს, რომ მისთვის კობახიძის განცხადებები ღიმილისმომგვრელია.

„მის გამონათქვამებზე მეცინება და ამას სერიოზულად არ ვუყურებ. თუ ვინმე ხელს აფარებს იმ ძალადობრივ სისტემას და თუ ვინმე ამაგრებს, ეს არის სწორედ კობახიძე და მისი გუნდი. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პარლამენტში მისი ფამილარული მიმართვაც ამის დამადასტურებელი იყო. ეს ის კობახიძეა, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ჯალათების როლში იყვნენ, კარგები გახდნენ, რადგან „ქართულ ოცნებას ემსახურებიან", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" ღია ქომაგი გახდა, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც მისი შეფასებით, პარტიის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა