სლოვაკეთის ელჩმა და არაკომერციული სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ SlovakAid-ის ფონდიდან 45 000 ევროს მიღებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პაველ ვიზდალმა და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ, SlovakAid-ის ფონდიდან 45 000 ევროს მიღებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სლოვაკეთის საელჩოდან აცნობეს, ამ დახმარებით შესაძლებელი იქნება სოფელ რუხში ახლად დაარსებული საავადმყოფოსთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა. უფრო კონკრეტულად, ეს იქნება საანესთეზიო საშუალებები მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში, ქირურგიული სანათები, საოპერაციო მაგიდა, დეფიბრილატორი, მოცულობითი ინფუზიური ტუმბო, ვიდეოოლინინგოსკოპი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები.

„რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო სლოვაკური გრანტის გაცემის შემდეგ შეძლებს გაზარდოს დასახმარებელი რესურსები სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის. ამ არაჩვეულებრივი ღვაწლით, რომელიც დაამტკიცა საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ივან კოროჩოკმა, სლოვაკეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, თუნდაც ასეთ საგანგებო სიტუაციებში, ჯერ კიდევ მზად არის უზრუნველყოს რეალური მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის საქართველო მუდმივად ღირსეულ ადგილს დაიკავებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო