ეკა ბესელიას შეფასებით, ნახევარ სამყაროს სწორედ ირაკლი კობახიძის და მისნაირების დამსახურებით აძახებინეს უგულავას, ოქრუაშვილის და სხვების საქმეები

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკან დასახევი გზა არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ ხმებს მობილიზება გაუწია.

"ვიდრე ნახევარ სამყაროს სწორედ ირაკლი კობახიძისა და მისნაირების დამსახურებით არ აძახებინეს უგულავას, ოქრუაშვილის და სხვების საქმეები, ვიდრე მათი გვარები მთელ დასავლურ ქვეყნებს არ გააცნეს, პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ამ გვარებით საუბრობდა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ისე მოიქცა, რომ ეს გვარები საერთაშორისო ფორმატში ეხსენებინათ როგორც მოთხოვნა - ამ ადამიანების საქმეებისგან პოლიტიკური პროცესის დისტანცირება. ეს არის სწორედ ამ გამოუცდელი, სრულიად არაკვალიფიციური, პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების დამსახურება. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფაქტია, "ქართულმა ოცნებამ" ამდენი ზეწოლისა და წნეხის შემდეგ გადაწყვიტა, მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მობილიზება გაუწიეს საკუთარ ხმებს. ძალიან მარტივია, რატომ გააკეთეს ეს -უკან დასახევი გზა აღარ აქვთ და მეორე, მათ შორის იმ ჩანაწერის გამო, რაც კობახიძის შეცდომის გამოსწორებას ისახავდა მიზნად. ახლა როგორც ჩანს, მესამე მოსმენას საფრთხე აღარ ემუქრება, უბრალოდ სასურველია, მას მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს"- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო