პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი ადამიანური შეცდომა იყო, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კატასტროფის შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, შეცდომა თვითმფრინავის პილოტმა და ავიადისპეტჩერმა დაუშვეს.

პაკისტანის ავიაციის მინისტრის, გულამ სარვარ ხანის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პილოტი და ავიადისპეტჩერი პროტოკოლს არ მიყვნენ, ამასთან, მფრინავებს პანდემიის გამო ყურადღება ჰქონდათ გაფანტული.

მისივე განმარტებით, მფრინავი საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლის ინსტრუქციებს არ მიჰყვა, მან კი, თავის მხრივ, მფრინავს საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდა თვითმფრინავის ძრავის შესახებ.

შეგახსენებთ, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ავიაკატასტროფა 22 მაისს მოხდა. ბორტზე მყოფი 99 ადამიანიდან მხოლოდ 2 გადარჩა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს