კახა კალაძე - კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ტარიფის მატების გარეშე შეისყიდოს მიკროავტობუსები და ამას აკეთებს მუნიციპალიტეტი - კომპანიას ვალდებულება აქვს 2021-2022 წლებში გამოისყიდოს ეს მიკროავტობუსები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფის მატების გარეშე მოახერხოს მიკროავტობუსების შესყიდვა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ ყიდულობს მერია კერძო კომპანიისთვის მიკროავტობუსებს.

კალაძის განცხადებით, კომპანიას აქვს ვალდებულება 2021-2022 წლებში გამოისყიდოს მიკროავტობუსები.

„ამის საფუძველი არის ის, რომ გამოიცვალოს ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებს მას. ტრანსპორტის განახლება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. თქვენ იცით, რომ კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფის მატების გარეშე მოახერხოს ავტობუსების შესყიდვა და შესაბამისად, ამას აკეთებს მუნიციპალიტეტი და 2021-2022 წლებში კომპანიას ვალდებულება აქვს გამოისყიდოს ეს მიკროავტობუსები. ჩვენი პრიორიტეტი არის მიკროავტობუსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მეტროს რეაბილიტაცია, ახალი ავსტობუსების შემოყვანა. ჩემთვის პირადად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შესაბამისად, ადამიანებისთვის კომფორტუილი მგზავრობა და ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა