ბექა ნაცვლიშვილი - მოვითხოვ ეკატერინე ტიკარაძისგან, სასწრაფოდ შეხვდეს სოციალურ აგენტებს - სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია

მოვითხოვ ეკატერინე ტიკარაძისგან, რომ სასწრაფოდ შეხვდეს სოციალურ აგენტებს. პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპიტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოციალური აგენტების პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემა მიმდინარე კვირაში მოუწევს.

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სოციალურ აგენტებს მათ ბრძოლაში, ისინი დიდი ხანია ითხოვენ ადამიანურ ხელშეკრულებას, ჯანდაცვის სამინისტროა მათი დამსაქმებელი და მათ დღემდე ხელშეკრულებები არ გააჩნიათ. მათი ანაზღაურება არის 180 ლარი და ამიტომ მათ მოითხოვეს მედიაცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს, რომ მედიატორის ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.

სოცაგენტებმა დააყენეს საკითხი და მოითხოვეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა. მე მინდა ჯანდაცვის მინისტრს მივმართო, როცა მობრძანდება ამ კვირაში, როგორც პირობა აქვს დადებული, პასუხი გასცეს ამ კითხვებს, რატომ არ აქვთ დღემდე იურიდიულად გამართული სამუშაო ხელშეკრულებები სოცაგენტებს, რატომ არის დღემდე მათი ანაზღაურება 180 ლარი? რატომ უწვეთ მათ მაღალმთიან რაიონებში თავიანთი ტრანსპორტით წასვლა და რატომ არ არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით, რომ მათი ისედაც მიზერული ხელფასი ტრანსპორტში არ დახარჯონ? ეს საკითხი დიდი ხანია პარლამენტში დავაყენეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არ გაუციათ. მოვითხოვ ეკატერინე ტიკარაძისგან, რომ სასწრაფოდ შეხვდეს მათ. ეს ხალხი ძალიან მალე იძულებული გახდება, რომ გაიფიცოს. პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია. ცუდი სოციალური პოლიტიკის გამო, მოსახლეობა პასუხს თხოვს სოცაგენტებს - იმ ადამიანებს, რომლებიც ამოწმებენ მათ მდგომარეობას ფორმალურად და ჯანდაცვის სამინისტროს ეს ჩინოვნიკები გაბღენძილები სხედან, რომ თითქოს ეს სოციალური პოლიტიკა მათი ბრალი არ არის და ხელს იშვერენ სოცაგენტებისკენ ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო