რომან გოცირიძე - ვერც იუმორს გრძნობენ, ვერც იგავს - „ოცნების" უმეტესობა არის ყურმოჭრილები, გამოვა კობახიძე და მეტყვის, ნახეთ, ყური თუ მაქვს მოჭრილი, ამათ „ბურედანის ვირი“ რომ ვუწოდო, გეტყვიან, შეურაცხყოფას მაყენებო

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას სურს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს.

"რომ არა პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართველი ხალხის, უგულავა და ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში, სასამართლოში ის ადამიანები ივლიდნენ, რომელთა წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დღემდე გრძელდება და მათი საქმეები დღემდე ფაქტიურად არ არის შეჩერებული. ივანიშვილი იძულებული გახდა, პირადი სანქციების შიშით და მთავრობისთვის დახმარების შეჩერების შიშით, დაეჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ამიტომ, კეთილი ინებონ და საქმე ბოლომდე მოიყვანონ. თუ უნდათ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა მივიღოთ, მაშინ უნდა შეასრულონ ყველა დაპირება, შეთანხმება. ჩვენ კენჭისყრაზე მაშინ შევალთ, როცა რურუა ციხიდან გამოვა. ჩვენი ფორმულაა - ის გამოდის, ჩვენ სხდომათა დარბაზის კარიდან შევდივართ. "ქართული ოცნების" დეპუტატებს კორონავირუსიც რომ დაემართოთ, ივანიშვილი უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ძვირფასი კოსმოსური სკაფანდრები მოიტანოს და მათ ღილაკზე ხელი დააჭერინოს. სხვა რესურსი არ აქვთ, კონსტიტუციური პროექტის ჩაგდების, რადგან ამის უკან დგას საერთაშორისო პარტნიორები და ქართველი ხალხი. როცა ოპოზიციას უწოდებენ კრიმინალს, მის უკან დგას მილიონზე მეტი ქართველი ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ. აკაკი ბობოხიძის განცხადების გამართლებას არ დავიწყებ, მაგრამ წავიკითხე და ეს არის ხატოვანი, ცინიკური ნათქვამი, სადაც ამბობს იმას, რასაც ყველა ვამბობთ - ჩვენს გარეშე მიღება მოუწევს, თუ მეტი კონსენსუსი და ლეგიტიმაცია უნდა, ამ შემთხვევაში სჯობს, კონსტიტუცია ჩვენი მონაწილეობით იყოს მიღებული. საჭიროა რურუას გათავისუფლება. ბობოხიძემ ეს თქვა, მაგრამ ვერც იუმორს გრძნობენ, ვერც იგავს, ვერც შეფარვით საუბარს. მოკლებული არიან აზროვნებას და თუ სწორხაზოვნად გაიგებ, მაშინ ჩემი ნათქვამიც ასე გაიგონ - "ქართული ოცნების" უმეტესობა არის ყურმოჭრილები, ახლა გამოვა კობახიძე და მეტყვის, ნახეთ, ყური თუ მაქვს მოჭრილიო. ამათ ბურედანის ვირი რომ ვუწოდო, ანუ, გადაწყვეტილების არმიმღები ადამიანი, გეტყვიან, შეურაცხყოფას მაყენებ, ვირი მიწოდეო. „ტროას ცხენი“ რომ უწოდო, მოღალატე ხარო, იტყვიან, ულაყი მიწოდაო და შეურაცხყოფას გვაყენებთო. გადატანითი მნიშვნელობით საუბარი არ ესმით", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის,პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს, საჯაროდ აღებული პირობა შეასრულონ და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. თალაკვაძე საკითხისადმი ამ ორი ოპოზიციური პარტიის დამოკიდებულებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მომავალშიც ვერაფერზე აიღებენ პასუხისმგებლობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბოლომდე მიიყვანს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა