გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთი პირის დაკითხვა უკვე დასრულდა

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხად მისულ არასრულწლოვანს დნმ-ის ნიმუშს და თითის ანაბეჭდებს აუღებენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა მცხეთის პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც გელხაური აღნიშნავს, ისინი დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების ჩასაბარებლად კრიმინალისტურ სამსახურში მიდიან.

ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ახალგაზრდებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, თუმცა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

"გამოძიებისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ეს პირი ნამდვილად გამოიკითხა ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დნმ-ის ნიმუში და ანაბეჭდები ჩავაბაროთ. დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, მოწმის სახით გამოიკითხა, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა", - განაცხადა გელხაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო