გიორგი გაბუნიას ადვოკატი რუსი დეპუტატის განცხადებაზე - რუსული კანონმდებლობით გაბუნიას დასჯა სრულიად აბსურდია

რუსული კანონმდებლობით გიორგი გაბუნიას დასჯა, სრულიად აბსურდია, - ასე აფასებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი რუსი დეპუტატის ალექსანდრ შერინის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ქართველმა ჟურნალისტმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.

ადვოკატის განმარტებით, კონკრეტულად ამ განცხადებას არ იცნობს, თუმცა ზოგადი შეფასება აქვს.

„სავარაუდოდ, ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მე სასამართლო პროცესზე ვიმყოფებოდი. თუ ზოგადად გაინტერესებთ ჩემი შეფასება, ცხადია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში დასჯადი არ არის. მითუმეტეს, რუსული კანონმდებლობით გიორგი გაბუნიას დასჯა, სრულიად აბსურდია", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ „გიორგი გაბუნიას უღირს საქციელს ბოლო უნდა მოეღოს და თუ ეს საქართველოს კანონებით შეუძლებელია, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე