ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე ჩინეთი პასუხისმგებლობას ინდოეთის მხარეს აკისრებს

რამდენიმე დღის წინ ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე ჩინეთი პასუხისმგებლობას ინდოეთის მხარეს აკისრებს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, საზღვარზე ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებს შორის შეტაკება ინდოეთის მხარის მიერ იყო გამოწვეული. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ინდოეთის მხარემ დაარღვია შეთანხმება და გამოიწვია ცალმხრივი პროვოკაცია.

„15 ივნისის ღამეს ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჯაროდ დაარღვიეს შეთანხმება, დაარღვიეს საკუთარი პირობა, გადმოკვეთეს არსებული სასაზღვრო ხაზი და პროვოკაცია მოუწყვეს ჩინურ მხარეს. ჩინური მხარე ინდოეთისგან გახდა ძალადობრივი თავდასხმის ობიექტი“, - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივნისს ჩინეთისა და ინდოეთის სასაზღვრო სამხედრო ძალებმა სარდლობის დონეზე შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეები სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებასა და დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე ჩინეთი პასუხისმგებლობას ინდოეთის მხარეს აკისრებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა