მინისტრის მოადგილე - მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე წელია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ინტენსიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო საერთაშორისო პროექტებს. 500 Startups აქსელერატორი ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტარტაპების აქსელერაციას, დაჩქარებული ტემპებით მათ გაყვანას საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდას,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რითაც სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა შეაფასა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამა საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის 500 Startup - ის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

“ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს დღეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. საწყის ეტაპზე შემოსული 150-მდე განაცხადიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის, დანარჩენი - აშშ - დან, სლოვაკეთიდან, უკრანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. 500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი მოიცავს ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვ. 500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, „სილიკონ ველიზე“ მან 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით 500 Startup - ის კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტია. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო