დავით ჭიჭინაძე - ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში

აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, როდესაც ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ჭიჭინაძის თქმით, ელისაშვილი „პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას”.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, როდესაც ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში. ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან. პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას. ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს? რადგან „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო