სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ჭილაძის, ტაშკენტის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შმიდტის და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ჩალიპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, როსტევანის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და მელქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ნანეიშვილის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს