პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ტექნიკური ხასიათის დეტალები კი სასამართლოს შესაფასებელია

პროკურორ ვასილ სამხარაძის განცხადებით, მოსამართლემ უნდა შეაფასოს გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით ჩატარდა, თუ არა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორია პროკურატურის პასუხი დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ გიორგი რურუას საკანში საგამოძიებო მოქმედებები სამართლებრივი ფორმით არ ჩატარდა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე არ თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ტიპის სამართლებრივ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგანაც საგამოძიებო მოქმედება კანონიერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა, „უბრალოდ, ტექნიკური ხასიათის დეტალები სასამართლოს შესაფასებელია“.

ვასილ სამხარაძის თქმით, სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ხუთი მოწმე, ხუთივე სამართალდამცველია. მისი თქმით, მოწმეები დაიკითხნენ იმ ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით, რომელიც მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა და როდესაც ბრალდებულის ნივთები ამოიღეს.

„აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, რა უძღოდა მას გამოძიების ეტაპზე. თავდაპირველ ეტაპზე, პირად ჩხრეკისას, მოპოვებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აღმოჩნდა ადამიანის დნმ-ს კვალი, თუმცა მისი ვინაობა არ იყო დადგენილი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ სასამართლოს მიმართა და აღებულ იქნა განჩინება გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუშის მოპოვების მიზნით. გიორგი რურუამ ამ მოქმედებაზე უარი განაცხადა, არ მოგვცა დნმ-ის ნიმუში, შემდგომში სასამართლოს მისი პირადი ნივთების მოპოვების მიზნით მივმართეთ, რათა პირადი ნივთების შედარება ყოფილიყო იმ ცეცხლსასროლ იარაღთან. შესაბამისად, ამ კუთხით გარკვეული დათქმები გაეკეთებინა გამოძიებას. ამ საგამოძიებო მოქმედებიდან უკვე მალევე ნებაყოფლობით მოგვცა ნერწყვის ნიმუში და უკვე გამოძიებამ საჭიროდ აღარ ჩათვალა, რომ 3 იანვარს აღებული ნივთები,მასზე ჩატარებული ექსპერტიზები შემდეგ წარედგინა სასამართლოში და მასზე ემსჯელა. შესაბამისად, სასამართლო, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებას ამ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც 3 იანვარს ჩატარდა, ამოღებულ ნივთებს, თუ მასზე გაცემულ დასკვნებს ვერ გამოიყენებს და ვერ შეაფასებს, იმიტომ, ეს ბრალდების მხარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ვასილ სამხარაძემ

ცნობისთვის, გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეზე დაკითხულმა პოლიციელთა ნაწილმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მათ კანონდარღვევით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო