ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 212 000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 501-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 133 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფატალური შემთხვევების რიცხვი 9 996-მდე გაიზარდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 869 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მათ რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ირანში კორონავირუსის ინფექციით უკვე 9 996 ადამიანი დაიღუპა. ირანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ირანში პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე სულ 172 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს