გია ვოლსკი - არ ვიცი, რისი გამოძახილია რურუას წერილი - ოპოზიციას ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია

ოპოზიციას ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ახლა აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არის გიორგი რურუას წერილი კარლ ჰარცელის განცხადებით განპირობებული.

ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას წარმატება ვერც პოლიტიკური პატიმრების თემით სპეკულაციამ მოუტანა.

"არ ვიცი, რისი გამოძახილია რურუას წერილი - ჰარცელმა თქვა 142, მე ვამბობ 141, რა ვქნათ? რა მნიშვნელობა აქვს. მე გეუბნებით ფაქტობრივი, რაც არის და ზედაპირზე რაც დევს, რა პოზიციაც აქვს ოპოზიციას - ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა ეს არჩევნები, დაინახა, რომ ვერ ჩააგდეს ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება. პანდემიამ არ უშველა, არც ფაროსანამ უშველა, ახლა გადადიან მუშაობის სხვა რეჟიმზე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. არ გაამართლა ამ სტრატეგიამ. კაკო ბობოხიძის განცხადებით ამოხეთქა იმ სიმართლემ, რაზეც ესენი ფიქრობენ და ალაგებენ გეგმებს. ვერანაირი სიტუაციაში ვერ ჰპოვეს წარმატება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა კიდე პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ვერ უშველა ამან. მათ აქვთ სურვილი, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს, არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე წარმატება ვერ მოუტანა მათ მცდელობებს,რაც 20 ივნისს მოხდა" , - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს