გამოკვლეულ 1113 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

“11-24 ივნისს, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო“, ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,წითელი ხიდი“, ,,ნინოწმინდა’’, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“, ,,კარწახი’’, ,,გუგუთი“, ,,გარდაბანი“ ,,სადახლო სარკინიგზო“, ,,ბათუმის პორტი“, ბათუმის აეროპორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა“ და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა