რომან გოცირიძე - მისასალმებელია გიორგი რურუას ღირსეული საქციელი, ვიცით მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელია - შეთანხმება უნდა შესრულდეს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "მთავარი არხის" მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას განცხადებას მიესალმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა გათავისუფლება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება.

"მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ. ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი-შეთანხმება უნდა შესრულდეს. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი. საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა საერთო სახალხო კონსენსუსით მნიშვნელოვანია, ეს პირველ რიგში "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეიგნოს. თუ მას სჭირდება ამისთვის ჩვენი ხმები, მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება, თუკი ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური დევნა და იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუკი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ნორმალურ საარჩევნო რეჟიმში გადავერთვებით და არ იქნება ისეთი უმსგავსობები, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა: პოლიტიკური დევნა, დაშინება, მუქარა, მოსყიდვა და ა.შ. ამიტომ, დღეს გადაწყვეტილებას ღებულობს საპარლამენტო უმრავლესობა. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ არა საერთაშორისო და შიდა ზეწოლა, დღეს ციხეში იქნებოდა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. სასამართლოს კორიდორებში ივლიდნენ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ მიდიოდა უსამართლო პოლიტიკური დევნა" , - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს