თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხის წაქცევის შედეგად, ორი ავტომობილი დაზიანდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.