რუმინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერმა წვიმამ რუმინეთში ფართო ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. რუმინეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიას მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, წყალდიდობა რუმინეთის 41 ოლქიდან 29 ოლქში დაფიქსირდა. სახლებიდან 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ალბას მხარის მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალდიდობა ძალიან სწრაფად დაიწყო, ხოლო ხალხს ფანჯრებიდან მოუწიათ გაქცევამ. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ძლიერი წყალდიდობები კლიმატური ცვლილებების ფონზე გახშირდა.

რუმინეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ გააფრთხილა.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია სერბეთსა და ბოსნია და ჰერცოგოვინაშიც. ადიდებულმა მდინარეებმა სერბეთში 700-მდე სახლი დატბორა. ბოსნიაში ჩაიკეტა მაგისტრალები, დაზიანდა ხიდები და სახლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს