უკრაინაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ძლიერმა წვიმამ უკრაინაში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინა. ხელისუფლების ინფორმაციით, დასავლეთის რეგიონებში გარესამყაროს მოწყვეტილია სოფლები.

უკრაინაში 22 ივნისიდან დაიწყო ძლიერი წვიმები და მას შემდეგ 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩერნოვცისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები.

დაზარალებული რეგიონები მოინახულეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წყალდიდობისას დაიტბორა დაახლოებით 187 სოფელი და 5 000-მდე სახლი. ზონაში გაგზავნილია 4 ვერტმფრენი და 150-მდე ჯარისკაცი. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნოვცის მხარეში სტიქიამ ორი კაშხალი დაანგრია, რის გამოც 300-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო