რუსეთის ელჩი გაეროში - რუსეთი მზადაა, პალესტინასა და ისრაელს შორის პირდაპირი მოლაპრაკებების დასაწყებად ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას

რუსეთი მზადაა, პალესტინასა და ისრაელს შორის პირდაპირი მოლაპრაკებების დასაწყებად ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, განაცხადა.

„სამშვიდობო პროცესის პროგრესისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. რუსეთი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ოთხეულის წევრი, მზადაა, ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას ისრაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად,“- განაცხადა ნებენზიამ.

მისივე თქმით, პალესტინის მიწის ნაწილის ანექსია უარყოფით ზეგავლენას მოახდენს როგორც ისრაელ-პალესტინის დიალოგზე, ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

ცნობისათვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 25 მაისს დაადასტურა, რომ ივლისში ის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო